27/01/23590 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აკია ბარბაქაძე - პოლიტიკური პროცესების ღალატია, როდესაც ქვეყანა ითხოვს სწორ ნაბიჯებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი გადამალულია

24 თებერვლის დღის წესრიგი იქნება პირველ რიგში, სოლიდარობა და გარკვეული მოთხოვნების დაყენება, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
აკია ბარბაქაძის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების სახეები პოლიტიკურ ძალებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოცემულობის შექმნას შეეცდებიან.
„პოლიტიკური პროცესია და იქნება პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების მართული პროცესი, მაგრამ შეუძლებელია საზოგადოებრივმა სახეებმა ვმართოთ პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს პოლიტიკური მოცემულობაა. მოგვწონს ეს პოლიტიკოსები თუ არ მოგვწონს, ეს რეალობაა, რომ საქართველოში დღეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი არის ამ ხალხით და ამ ფერებით წარმოდგენილი. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების სახეები პოლიტიკურ ძალებთან ერთად ვცდილობთ, ახალი პოლიტიკური მოცემულობის, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, სადაც ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული ღარიბაშვილების, კობახიძეების და იმ რაღაცა გამოყოფილების დღის წესრიგზე, რომლებსაც ისინი გვიქმნიან და გვაკნინებენ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
აკია ბარბაქაძის თქმით, წყენები გვერდზე უნდა გადავდოთ და 24 თებერვლის აქციაზე ყველა უნდა გამოვიდეს.
„ეს არის პოლიტიკური პროცესების ღალატი, როდესაც ქვეყანა ითხოვს სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს, სწორ პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური ისტებლიშმენტი არის გადამალული, აი, ესაა კოლაბორაციონიზმი. ყველა უნდა გამოვიდეს მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. მე იქ არც ცოლად მომყავს არავინ და არც სიძედ მჭირდება ვინმე. მომწონს თუ არ მომწონს საქართველოს გამო, ჩვენი სამშობლოს გამო, ჩვენი შვილების მომავლის გამო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიტანთ ერთმანეთს თუ არ ვიტანთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ნავი რომ იძირება და წყალია ამოსახაპი და ნიჩაბია მოსასმელი, იქ ვინმე იწყებს ლაპარაკს, რომ მე ამის მოსმული ნიჩაბი არ მინდა? წყენები გვერდზე გადავდოთ ბატონებო რა, თორემ 1921 წელი განმეორდება, ლევილის სასაფლაოზე რომ მტყუან-მართალს არჩევდნენ და სამშობლოს გარეშე დარჩნენ“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
ამასთან, აკია ბარბაქაძის თქმით, ხელისუფლების ოცნებაა, მაგრამ 24 თებერვლის აქცია კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გავა.
„კონსტიტუციის ფარგლებიდან ჩვენ ეს ხელისუფლება ვერ გამოგვიყვანს, წერტილი. ეს მათი ოცნებაა, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან გამოგვიყვანონ, მაგრამ პირველ რიგში თვითონ არიან გასულები კონსტიტუციის ფარგლებიდან. თვითონ აქვს ნათქვამი პრემიერ-მინისტრს, რომ რუსეთი რომ დაესხას თავს საქართველოს, ის ქვეყანას არ დაიცავს“, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York