27/01/23964 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვახტანგ კაპანაძე - მივედით იქამდე, რომ უკრაინას უკვე სჭირდება დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება

საქართველოს გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი ვახტანგ კაპანაძე უკრაინას ურჩევს, რუსებს მეორე თაობის ომში არ აჰყვეს ანუ პოზიციურ თავდაცვაზე ბევრი ძალა არ დახარჯოს. ამის შესახებ ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ისაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ტანკები, რომლებიც უკრაინამ დახმარების სახით მიიღო, ნაკლებად პრიორიტეტულ მიმართულებებზე არ უნდა გაფანტოს და „ორ დარტყმით დაჯგუფებაში“ უნდა გააერთიანოს.
„ჩემი აზრით, უკრაინაში უნდა შეიქმნას ორი დარტყმითი დაჯგუფება, რომელიც შეძლებს კონტრდარტყმის განხორციელებას მას შემდეგ, რაც მის მიერ ახლა მიღებული ტექნიკა ინტეგრირებული იქნება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ანუ დარტყმით დაჯგუფებებში იქნება ინტეგრირებული. მე ძალიან არ მინდა, რომ უკრაინელებმა ეს ძალიან კარგი დახმარება დაქსაქსონ და გაფანტონ ბახმუტის, სოლედარის და ასეთ მიმართულებებზე ანუ სამხედრო თვალსაზრისით არაფრის მომცემ რაიონებზე, სადაც შეიძლება უმაგისოდაც შეძლონ ამოცანის შესრულება.
ძალიან ძნელია ადამიანი სანგრიდან ამოიყვანო და კონტრტშეტევაზე წაიყვანო, რომელიც გადაღლილია, ამიტომ კონტრშეტევას ახორციელებს დასვენებული, მეორე ეშელონი ან რეზერვი, ის ხალხი, რომელიც არის დასვენებული, რომელიც ბრძოლით არ არის გადაღლილი, ე.წ. „ახალი სისხლი“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
მისივე თქმით, ცოტა ხანში უკრაინის მხრიდან ავიაგამანადგურებლების საჭიროებაზეც დაიწყება საუბარი.
„დღეს მივედით იქამდე, რომ უკრაინას სჭირდება უკვე დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება ანუ მას სჭირდება კონტრშეტევითი შესაძლებლობები, კონტრშეტევითი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არის ჯავშანტექნიკა. თუმცა მას სჭირდება ჰაერიდან დაცვა. ამდენად მალე დაიწყება საუბარი ახლო მხარდაჭერის საჰაერო საშუალებებზე, ავიაგამადგურებლებზე, რომლებიც, ალბათ, გამოჩნდება უკრაინის ცაზეც“,- განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება, ფრონტზე ამჟამად არსებულ თანაფარდობას ტანკების მხრივ, გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაახლოებით, 2:1-თან შეფარდებაა რუსების სასარგებლოდ ტანკების რაოდენობით, მაგრამ ზოგადად 12 000 ტანკი ჰყავს რუსეთს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY