09/01/23731 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნუგზარ წიკლაური - როგორც ჩანს, შიდაპარტიული არჩევნები ზოგისთვის უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე სააკაშვილის საქმე

როგორც ჩანს, შიდაპარტიული არჩევნები ზოგისთვის უფრო მაღალი ღირებულებაა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქმე , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, მას არ ჰგონია, რომ აღნიშნულმა პროცესმა „საქმე დრამატულად დააზიანა“. ამასთან, მან ისაუბრა 4 იანვარს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის შესახებ.
„თუ ვინმე დაზიანდა, დაზიანდნენ ისინი, ვინც ვერ ამაღლდნენ იმაზე, რომ ერთიანი აქცია უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე საკუთარი ადგილი პარტიის მომავალ სტრუქტურაში. არსებობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ ეს აქციები უნდა ჩატარებულიყო ასე. თუ მათ ჰქონდათ რაიმე განსხვავებული პოზიცია, რომ სხვაგან უნდა ჩატარებულიყო, ამის შესახებ ხომ უნდა ყოფილიყო წინასწარ საუბარი? შეიძლება ადამიანს მართლა უნდოდეს, რომ არა ერთ ლოკაციაზე, არამედ სხვადასხვა ადგილზე გაიმართოს აქცია. ასეთი დისკუსია არ ყოფილა, არავის გამოუთქვამს ამის სურვილი. თუ გახსოვთ, ნოემბერში დააანონსეს მოულოდნელად, სრულიად უადგილოდ და უპასუხისმგებლოდ რაღაც ახალი არჩევნები, თანაც იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იკრებდა ძალას. მგონია, რომ ამას ყველამ მოწყალედ უნდა შევხედოთ, რადგან მათ აქვთ თავისი სურვილები და ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ერთობის დემონსტრირება. ბევრი გავაკეთეთ ამისთვის.
სწორედ ამიტომ მიმაჩნია და თვითონ მიხეილ სააკაშვილსაც მიაჩნია და მისი ცნობილი ნათქვამია „რა დროს ეს იყო?“, როდესაც ჩვენმა მეგობრებმა დააანონსეს, რომ ახალი არჩევნები სურდათ პარტიაში. ყველას მიაჩნდა, რომ უმჯობესი იყო მიხეილ სააკაშვილის საკითხი გადაწყვეტილიყო და ამის შემდეგ იქნებოდა იმის დრო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და ამის წინააღმდეგი არავინ არის.
არ შემიძლია იმის პროგნოზირება, თუ ვინ რას გააკეთებს შემდეგ 2-3 კვირაში. ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პარტიაში პასუხისმგებლობით უყურებს იმას, რომ ეს იყოს სრულიად მიუკერძოებლად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ სხვა ეკვილიბრისტული პოლიტიკური ხერხებით მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, ეს მათი გადაწყვეტილება არის, მაგრამ უმჯობესია, რომ ყველამ შევინარჩუნოთ აღქმა იმ პოლიტიკური მომენტის, რომელიც ქვეყანაში არის და შიდა პარტიულ ძიძგილაობას არავინ გადააყოლოს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც სულ უფრო ცნობილი ხდება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA