09/01/23671 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მიწოდება რუსეთთან გაცხადებულ ომს ნიშნავს" - მაჭარაშვილი

"ოცნებიდან" ფორმალურად წასული გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მიწოდება რუსეთთან გაცხადებულ ომს ნიშნავს. მისი თქმით, ანდრეი კასიანოვის განცხადება ადასტურებს იმას, რასაც "ოცნებას გამიჯნული" ოთხეული 
ამბობდა, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში არის ძალები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციის ხელით არეულობა, შემდეგ კი მეორე ფრონტის გახსნა სურთ. 
"კასიანოვის განცხადებამ "ჯაველინების" და ზოგადად, სამხედრო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ დიახ, იყო აშშ-ის მხრიდან თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ იარაღი უკრაინას უნდა მიაწოდოს. ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის რაიმე შეიარაღების მოწოდება, რას ნიშნავს. ტექნიკური თვალსაზრისით ეს არაფერს ნიშნავს, რადგან უკრაინას იარაღს მთელი ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აწვდიან და საქართველომ რა იარაღი უნდა მიაწოდოს, რომ ეს რაიმე დახმარება იყოს?!
ეს ნიშნავს იმას, რისგანაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა იკავებს თავს რუსეთის წინაშე საომარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მით უფრო, რომ არცერთი, არა თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში არ იმყოფება, რა მდგომარეობაშიც საქართველოა, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე დგას და კარგად ვიცით, რას ნიშნავს სხვადასხვა მიმართულებით ქართული სამხედრო ჯარების გადაადგილება, არამც თუ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა. ეს არის გაცხადებული ომი რუსეთის ფედერაციასთან" - ამბობს მაჭარაშვილი
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ კიევმა თბილსს "ბუკის" სარაკეტო კომპლექსების გადაცემა სთხოვა, რომლებიც საქართველომ უკრაინისგან 2008 წელს ომის დროს მიიღო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,