05/01/23474 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ როცა იყო, მაშინ არ გაგვიცია - ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ვივა მედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ არ გასცემენ რეკომენდაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მომდევნო სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწროს. ნადირაძე ამბობს, რომ მსგავსი რეკომენდაცია მაშინაც არ გაუციათ, როცა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო. 
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად საჭიროებს ექიმების მონიტორინგს და პალატის დატოვების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სიტუაცია გართულდეს.
"ნებისმიერი გართულების შემთხვევაში ხომ ჩვენ ვიქნებით შემდგომში დამნაშავეები, დამნაშავეს არ დავეძებ, ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარეობთ ჩვენ და ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთი პაციენტის, ექს-პრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, ჩემნაირი, თქვენნაირი ასეთი სისულელის გაკეთების უფლებას, უფლებას რა, ყველს თავისი უფლება აქვს, მაგრამ ჩვენ რეკომენდაციას ჩვენი ხელით ვერ გავცემთ, ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია, ბევრად უკეთ.
ერთადერთხელ დავუშვით ჩვენ მისი მონაწილეობა, სასამართლო შემოსულიყო, გვკითხეს, შეუძლია თუ არა საუბარი და დავწერეთ კი, მაგაზეც კი ნახეთ რაც დაემართა, იმის შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ როგორ მდგომარეობაში ჩავარდა სასამართლო პროცესის დროს, საერთოდ არც განვიხილავთ, რომ ჩვენ თავზე ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა ავიღოთ", - თქვა ნინო ნადირაძემ. 
ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც ამბობს, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება მის სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს. მისი თქმით, მიუხედავად ნადირაძის განცხადებისა, მოითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მომდევნო პროცესში, 9 იანვარს, მონაწილეობა მიიღოს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA