29/12/22364 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოკუპანტები უკრაინას ბომბავენ - აფეთქებები კიევშიც დაფიქსირდა

ახალი თავდასხმები უკრაინაზე, რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩო ავრცელებს და წერს, რომ "დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა".
"კიევში შესაძლოა, ელექტროენერგია გაითიშოს, დატენეთ ტელეფონები და სხვა მოწყობილობები. მოიმარაგეთ წყალი",- წერს კლიჩკო. 
მძიმე ვითარებაა ხარკოვშიც. ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ის არხში წერს, რომ დღეს დილიდან ოკუპანტებმა საჰაერო თავდასხმები განაახლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეტრომ მუშაობა შეწყვიტა. 
"დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ კუპიანის, ხარკოვისა და ჩუგუივის რაიონებში დასახლებებს, რომლებიც მდებარეობენ საკონტაქტო ხაზთან და რუსეთის ფედერაციის საზღვართან. კერძოდ, ცეცხლის ქვეშ იყო ქალაქები კუპიანსკი და ვოვჩანსკი, დასახლებები დვორიჩნა, კივშარივკა და სხვა დასახლებები. დაზიანდა საცხოვრებელი და კომერციული შენობები. მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა.
რეგიონში განაღმვითი სამუშაოები გრძელდება. დღის განმავლობაში განეიტრალდა 57 ობიექტი. თუმცა საშიშროება ძალიან მაღალია. გუშინ ჩუგუივის რაიონში, ბუგაივკაში, ტყეში 47 წლის მამა და მისი 7 წლის ვაჟი დაშავდა. აფეთექბით მიღებული დაზიანებებით ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. მამის მდგომარეობა საშუალოა",- წერს სინეგუბოვი. 
ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი წერს, რომ ნიკოლაევის ოლქის მახლობლად ზღვაზე რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს.ამასთან, ლვოვის რეგიონის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA