28/12/22866 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - პრეზიდენტმა დიდი ალბათობით, კალაძე იგულისხმა, ეგ არ იყო "რეიტუზებით" რომ დარბოდა და დასდევდა სააკაშვილს?

7 ნოემბრის შემდეგ კალაძე არ იყო, "რეიტუზებით" რომ დასდევდა სააკაშვილს? - კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი „ცეცხლს გახსნის“ და ილაპარაკებს , - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
კერძოდ, მან პრეზიდენტის იმ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნავდა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს „ემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა მას უკითხავენ მორალს და ასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია”.
„7 ნოემბრის შემდეგ კალაძე სააკაშვილის შტაბში იყო და დიდი ალბათობით პრეზიდენტმა ეგ იგულისხმა. კალაძე არ იყო, რეიტუზებით, რომ დარბოდა და დასდევდა სააკაშვილს? ჩემი წარმოსახვით, კალაძე იგულისხმებოდა. კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი „ცეცხლს გახსნის“ და ილაპარაკებს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ამ ქვეყნის წყევლაა ორი პარტია, რომელიც სინამდვილეში შეხმატკბილებულია, ძალიან კარგად გრძნობენ თავს“, - აღნიშნავს ელისაშვილი.
როგორც ის განმარტავს, აბსურდია პრეზიდენტისგან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ბრიფინგზე: „რაც იქნება იქნება“ კი არ უნდა ეთქვა, უნდა ეთქვა, რომ რას ითხოვთ ჩემგან, რაც არ შემიძლია?!“
„ აბსურდია პრეზიდენტისგან სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნა. განაჩენი არ დამდგარა. სამი ბრალი აქვს წარდგენილი. პრეზიდენტი კი არა, ვერავინ ვერავის შეიწყალებს განაჩენი თუ არ არის დამდგარი. განაჩენი უნდა დადგეს, უნდა მიუსაჯონ რაღაც. ვინც ითხოვს „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეწყალებას, ან ატყუებენ სააკაშვილს და თავის მომხრეებს, თან შიგნით გარჩევებია შიგნით. ახლა სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს! სალომე ზურაბიშვილს ეუბნებიან, რომ სულ შეიწყალე სააკაშვილი. ასე არ გამოდის, სამართლებრივად აბსურდია. ქურდულად ხომ ვერ გაარჩევს?! მარგველაშვილმა მაინც უნდა იცოდეს სიები შემქონდა მისთვის ხელმოსაწერად , როცა პრეზიდენტი იყო. მე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე...ბრიფინგზე: „რაც იქნება იქნება“ კი არ უნდა ეთქვა, უნდა ეთქვა, რომ რას ითხოვთ ჩემგან, რაც არ შემიძლია?! ვერ შევიწყალებ. ახლა რომ შევიწყალებ ერთ განაჩენზე, შემდეგ 2 განაჩენზე რიგრიგობით შევიწყალო?!“, - აღნიშნავს ელისაშვილი.
ამასთან, აღნიშნა, რომ ისურვებდა პრეზიდენტი ნაკლებად გაღიზიანებული იყოს.
„ვისურვებდი, რომ დღეს როგორი შეფასებებიც აკეთა, ისე ისაუბროს, ნაკლებად გაღიზიანებული იყოს. ისეთივე პრინციპული იყოს როგორც დღეს და ბოლო პერიოდშია. რეალურ პრობლემებზე ისაუბროს. ბოლო დროს რასაც ვუყურებ მისი პოზიციების სწორია. ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ის რომ ევროპარლამენტარები ასე რომ არ უნდა ლანძღონ, როგორც „ქართული ოცნება“ ამას იზიარებს“,- აღნიშნავს ელისაშვილი.
ელისაშვილმა ასევე ისაუბრა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემა, ციხესთან შეუგუებლობის პრობლემა აქვს.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს. ის ვერ ეგუება, სხვანაირი ცხოვრების რიტმით ცხოვრობდა. დაუძლურებულია და ძალიან მძიმე დღეშია. ძალიან უღირსი იყო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაუვრცელა კადრები, თან სიმულაცია...სხვა პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. რა, არ გვაქვს?!“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY