22/12/221 035 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დაზარალებული ცინიკურად წარმოადგინეს, როგორც დამნაშავე - ზახაროვა ჰააგის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესსპიკერის, მარია ზახაროვას კომენტარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიკერძოება ამ საქმეზე დიდი ხანია ცნობილია და არაერთხელ ყოფილა ჩვენი მხრიდან გამოხმაურება. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურა არაერთხელ უსვამს ხაზს გარანტიებს მისი "დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის შესახებ", მათ შორის სამხრეთ ოსეთში მ. სააკაშვილის აგრესიული რეჟიმის მიერ გაჩაღებული კონფლიქტის გამოძიებაში.
14 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ჰააგის გამომძიებლებმა, რომლებსაც არ ესმით რეგიონის სპეციფიკა, მაგრამ მორჩილად ასრულებდნენ სასამართლოს დასავლელი პატრონების პოლიტიკურ „ბრძანებას“, ვითარება გადაატრიალეს და ცინიკურად წარმოადგინეს ამ კონფლიქტში დაზარალებული მხარე, როგორც დამნაშავე. ასევე იგნორირებული იყო რუსეთის საგამოძიებო უწყებების მოცულობითი მასალები, რომლებიც გადაეცა პროკურატურას და საქართველოს თავდასხმის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობის საჩივრების ტომები.
შედეგად, [გაიცა] სამი ორდერი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა.  მათ ეთნიკური ქართველების მითიურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. ამავე დროს, ICC უარს ამბობს შემდგომ გამოძიებაზე, ისეთი აშკარა დანაშაულების, როგორიცაა ქართული ჯარების მიერ მშვიდობიანი ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვა და სამშვიდობოებზე თავდასხმა, არ არის ჰააგის მართლმსაჯულების ინტერესი.
ასეთი აშკარა ფარისევლობა და „ორმაგი სტანდარტები“ მართლმსაჯულებისადმი მიდგომებში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის არჩევანის სისწორეს ხელმოწერის გატანის სასარგებლოდ ICC-ის რომის სტატუტიდან. ჩვენ არ გვაქვს ნდობა მის საფუძველზე შექმნილი სტრუქტურის მიმართ, მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი არ თანამშრომლობს ICC-სთან, ამ ორგანოს ქმედებები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში იურიდიულად ბათილია",- ვკითხულობთ განცხადებაში. 
ცნობისთვის, ჰააგამ აგვისტოს ომის საქმეზე, საქართველოს სიტუაციის გამოძიება დაასრულა. დადასტურდა, რომ ქართულ მხარეს დანაშაული არ ჩაუდენია რუსული და საოკუპაციო რეჟიმებისგან განსხვავებით.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,