12/12/22362 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბრიუსელში დღეს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის და საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.
შეხვედრა უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.
„დისკუსიის მიზანი იქნება, განსაზღვროს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი, ისევე როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები. ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის მონაწილეები გაცვლიან მოსაზრებებს, როგორ შეიძლება, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ უზრუნველყოს სტაბილურობის გაძლიერება და რეგიონში კეთილდღეობა. მინისტრები განიხილავენ, კერძოდ, როგორ დაუჭირონ მხარი პარტნიორების მდგრადობას, როგორ დააახლოონ ევროკავშირი და მისი აღმოსავლელი პარტნიორები და უზრუნველყონ კანონის უზენაესობისა და რეფორმების წინსვლა მთელ რეგიონში“, - აღნიშნულია დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მონაწილეები ასევე განიხილავენ როგორ დააჩქარონ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის, როგორც მწვანე და ციფრული ცვლილებების, ისევე, როგორც რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის ძირითადი საშუალების, შექმნა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,