აშშ უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის შეიარაღებით დაეხმარება
შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის შეიარაღებით დაეხმარება. პენტაგონი ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის;
- 80,000 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი;
- უპილოტო საჰაერო სისტემების აღჭურვილობა;
- საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები;
- მაღალი მობილურობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანები (HMMWVs);
- 150 გენერატორი;
- საველე აღჭურვილობა.