თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე - რუსებმა 55 რაკეტა გაუშვეს, უკრაინამ 44 ჩამოაგდო
დღეს დილით, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 ჩამოაგდეს.
აფეთქებები იყო კიევში. როგორც დედაქალაქის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა -"კიევის რეგიონის მცხოვრებლებო! რეგიონში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს. დარჩით თავშესაფრებში და უსაფრთხო ადგილებში", - წერს ის.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოხდა. კიევი, ზაპოროჟიე და ჩერკასის რეგიონის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი:
"დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა. ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება არ არის. ყველა სერვისი მუშაობს. დაწვრილებით მოგვიანებით“, - წერს ის.