27/10/22506 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხარკოვის რეგიონში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს - რუსებმა ტერიტორია ტანკებით გადაასწორეს

ხარკოვის რეგიონში, ბორივის რაიონში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი იპოვეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილია  სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი. როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ისე ჯარისკაცების.
"წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანია დაკრძალული - მშვიდობიანი მოქალაქეები და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. გამომძიებლებმა სამი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი პირველ დღეს ამოიღეს", - აცხადებენ პოლიციაში.
უკრაინელ სამართალდამცველებს მასობრივი სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია სოფელ კოპანკის მცხოვრებლებმა მიაწოდეს.
„ადგილობრივებმა გამოძიებას განუცხადეს, რომ ოკუპანტებმა დაღუპულების ცხედრები შეაგროვეს და 13 აპრილს, ორი სატვირთო მანქანით ჩამოიტანეს, ამოთხარეს 3 მეტრამდე სიღრმის ორმო და ყველა ცხედარი იქ ჩაყარეს. ამის შემდეგ, სამარხი ტანკებით გადაასწორეს“, - ნათქვამია პოლიციის ინფორმაციაში. 
სამარხიდან ამოღებულ ყველა ცხედარს სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, სადაც სიკვდილის მიზეზები და მათი ვინაობა დადგინდება. 
შეგახსენებთ, რომ ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე მასობრივი სამარხი უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სექტემბერშიც აღმოაჩინა. ქალაქ იზიუმის სამარხებში მაშინ 500-მდე უკრაინელის ცხედარი იპოვეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA