27/10/22477 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მკვეთრი სიგნალი და გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის - დეკანოიძე მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებაზე

"ეს არის ძალიან მკვეთრი სიგნალი და გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის და იმ კლეპტოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურად, ვინც ჩართულია კრემლთან კავშირში; ასევე ბიზნესის კეთებაში და ფინანსური კაპიტალის დაგროვებაში კრემლთან კავშირების შემდეგ"- აცხადებს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე აშშ-ს მიერ მოლდოველი ოლიგარქებისთვის დადებული სანქციების შეფასებისას.
დეკანოიძის თქმით, აღნიშნული სანქციები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და ის არის გზავნილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას.
"ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, პირველ რიგში - ივანიშვილი და მისი დამქაშები და ასევე, ადამიანები, ვინც ხელს უშლიან რეგიონის უსაფრთხოებას და დასავლეთის გაძლიერებას რეგიონში. ბიძინა ივანიშვილი არ არის საფრთხე მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის. ის არის საფრთხე რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისთვის და დასავლური ინტერესებისთვის.
ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართულია რუსული გავლენების გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ინდივიდუალური სანქციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა არის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქიისთვის”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, სანქცირებული პლახატნიუკი იყო მოლდოვის ისეთივე არაფორმალური მმართველი, როგორც არის ივანიშვილი საქართველოსთვის:
"ამ ახალი სანქციების გამოქვეყნება, რომელშიც ინდივიდუალურად, პოროვნებები არიან შესულები, ნიშნავს, რომ მსოფლიო გადასულია ყველა იმ ინდივიდის დასჯაზე, ვინც ჩართულია ადამიანი უფლებების წინააღმდეგ მოქმედებაში",- განაცხადა დეკანოიძემ.
დესტაბილიზაციის მცდელობა, არჩევნები, სასამართლო სისტემაზე გავლენა, სახელმწიფო სადავეების ხელში ჩაგდება, კორუფცია - შეერთებულმა შტატებმა  9 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო მოლდოვის მთავრობის ყოფილ წევრს, ოლიგარქ ვლადიმერ პლახატნუკს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA