27/10/22457 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ ამ რთულ დროს - ღარიბაშვილისა და ორბანის განცხადებები

ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, მას მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპულ სტრუქტურებში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ევროკავშირის მხრიდან გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად.
ღარიბაშვილმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის, მალე უნდა დასრულდეს: 
"ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის და მისი პოლიტიკის მიმართ, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს.
ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვიჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ მალე დასრულდეს ეს ომი, ჩვენი სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება , ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიცაა კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება შესაბამისი ადეკვატური გამკლავება.
საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება , გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს" ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან მოსაზრებები გაცვალა გეოპოლიტიკურ საკითხებზე.
"ასევე, მინდა, ვთქვა საქართველოს შესახებ. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან და რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ძალიან მოკლედ მინდა, გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ, უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა", – განაცხადა ორბანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღარიბაშვილს გუშინ, სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY