27/10/22553 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოლიგარქი მართავს - ოზურგეთის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის მიმართვა ევროსაბჭოს

"მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოლიგარქი მართავს და  რომელსაც  რუსეთმა გენოციდი მოუწყო" - ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონაწილეებს.
მისი თქმით, რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა, საქართველოში კი პუტინის რეჟიმთან მთავარი მებრძოლი მიხეილ სააკაშვილი ახლა პატიმრობაშია, რადგან ქვეყანას არაფორმალურად ოლიგარქი ივანიშვილი მართავს. ენმ-ს დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.
"მე ვარ საქართველოდა, ქვეყნიდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, რომელიც ტერორისტული სახელმწიფოა და ახლა კიევს ბომბავს. მე ვარ იმ ქვეყნიდან, რომელსაც რუსეთმა მოუწყო გენოციდი, დროებით წაართვა ტერიტორიები. მათმა ე.წ ტერორისტულმა არმიამ, გაანადგურა ჩვენი ხალხი, სოფლები აგვიწიოკა ოჯახები და არ წუთებშიც მავთულხლართებს აბამენ საქართველოს ტერიტორიაზე. ვარ ქვეყნიდან, რომლის ხელისუფლებამ, ამ ტერორისტებთან მებრძოლი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი ტყვედ აიყვანა პუტინის საამებლად და ციხეში წამებით კლავს. მე ვარ ქვეყნიდან, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვინდა გადაგვიყოლოს უკანასკნელმა იმპერიამ. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს ცივილიზებული სამყარო, რომლის ნაწილიც გინდა, რომ ვიყო. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები", - ამბობს დეპუტატი.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარული სესია 25 ოქტომბერს გაიხსნა, მისი მუშაობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,