29/01/201 317 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე - ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი, ტრენაჟორები არ უნდა შემოვატანინოთ და ამით დავსაჯოთ

უნდა ჩავკეტოთ, ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი, არ უნდა შემოვატანინოთ ტრენაჟორები და ამით დავსაჯოთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა იცის თუ არა დედაქალაქის მერმა, რომ ფიტნესზონების მოსაწყობად ტენდერში გამარჯვებულ ქართულ კომპანიას ტრენაჟორები რუსეთიდან შემოაქვს და ამაში 9 მილიონ ლარამდე თანხას იხდის.
ჟურნალისტის კითხვაზე, კახა კალაძემ ხუმრობით უპასუხა და აღნიშნა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, კომპანიას ვერ დაავალდებულებს პროდუქცია კონკრეტული ქვეყნებიდან არ შემოიტანოს.
„კერძო კომპანიას ვერ დავავალდებულებ, რომელი ქვეყნიდან უნდა შემოიტანოს გარკვეული პროდუქტი. პირველად გავიგე თქვენგან ეს ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან, რუსეთიდან მარაგდებოდეს თბილისი, კალაძემ ხუმრობით ასე უპასუხა: „უნდა ჩავკეტოთ, ბლოკადაში მოვაქციოთ რუსეთი აუცილებლად. მე ვთქვი, რომ არ ვაღიარებ რუსეთის ოკუპანტობას? მე ვთქვი, რომ ბლოკადაში უნდა მოვაქციოთ, არ უნდა შემოვატანინოთ ტრენაჟორები და ამით დავსაჯოთ რუსეთი“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება თავად პროექტს, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ფიტნესზონების მოწყობის პროექტი წარმატებულია.
„ზოგადად, ეს პროექტი, ფიტნესზონები, წარმატებული პროექტია და ბევრი ადამიანი სარგებლობს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიდგომას და დამოკიდებულებას“, - აღნიშნა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA