პრემიერი კონგრესმენების წერილზე - არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და არც მწვავე პასუხების გაცემის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის ჟრიამული, რაც კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით საქართველოში მოეწყო, გასაგებია.
„პოლიტიკური კონტექსტი არის და ყველა, რა თქმა უნდა, საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე ამ წერილს პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა წერილი, რომელიც მიიღეს, არ დამალულა და მხარეთა შეთანხმებით გასაჯაროვდა.
„მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამ კითხვებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას - ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება, ჩვენს კოლეგებს გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ, რომლისაც, გარწმუნებთ, რომ არასდროს შეგვშინებია. არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და არც მწვავე პასუხების გაცემისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე ყველანაირ კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. რაც შეეხება გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ყველაფერი არის შედარებითი. დღეს, საქართველოს რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა აქვს. ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება, საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები იზრდება. ქვეყნას აქვს მთელი რიგი გეგმა ინფრასტრუქტურული რეფორმების, რომელთა შესახებაც დღეს დონორებთან ვისაუბრეთ. ხომ გესმით, დონორთან კონფერენცია და ფორუმი რას ნიშნავს?! ის ინფრასტრუქტურული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ტარდება, მათი მხარდაჭერით უნდა ჩატარდეს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის“, - განაცხადა გახარიამ.