24/10/22495 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე ვიბრძვი სხვისი და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის - ნიკა გვარამია

მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა - თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ნიკა გვარამიას საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს:
"მთავარი ჩემთვის არის ის, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი. ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ. 
არ მეგონა თუ ცხოვრებაში ამას მოვისმენდი თან ჩემზე. მე ის მიკვირს, რომ ასე ფიქრობენ, როგორ უნდა იყოს სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. მე არ ვუძლებ, მე ვიხდი სასჯელს, სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ეს მაძლიერებს, იმის გაცნობიერება, რომ ეს მე არ მეკუთვნის. ის, რომ მე ამას ვუძლებ, ეს ჩემი არჩევანია. მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ის, რომ მე ასე ვუძლებ, ეს არის ჩემი ბრძოლის ფორმა.
სამწუხაროდ, ამ თვეებში მე ბრძოლის სხვა შესაძლებლობები ნაკლებად მაქვს, ამიტომ ვიბრძვი ისე, როგორც შემიძლია, როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული. ჩემი ბრძოლა გრძელდება, მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებდი აქამდე, უბრალოდ სხვანაირად. ამიტომ, მგონია, რომ ადამიანების გაძლებაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ, როდესაც ისინი სიკვდილს ებრძვიან. როგორც მიშა მაგალითად. ის მიიყვანეს იქამდე, რომ გაძლებაზეა ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი არის უმძიმესად ავად. მოვიკითხავ მას აქედან და ვთხოვ, რომ გამაგრდეს და მიხედოს პირველ რიგში ჯანმრთელობას, ის ცოცხალი სჭირდება არამხოლოდ მის ოჯახს. აღარ გავაგრძელებ.
სიკვდილის გარდა, ყველა გამოცდილება არის ფასეული და საინტერესოა ისიც, რაც ეხლა ჩემს თავს ხდება, არავინ არ იფიქროს, რომ მე მომწონს იქ ყოფნა, ან მარტივია ზოგადად შვილების გარეშე, ცოლის გარეშე, მეგობრების გარეშე იზოლაციაში ყოფნა. ყველაზე მეტად შვილების ნაწილი მიჭირს, იმიტომ, რომ სოფოს ვხედავ მაინც, თუმცა შეხება არ შეიძლება, აკრძალულ მაქვს, ბავშვებს ვერ ვხედავ სამწუხაროდ. ამას გადავიტანდი შედარებით მარტივად, მაგრამ, ყველაზე მეტად მაღელვებს, რომ ისინი ღელავენ ამაზე." თქვა ნიკა გვარამიამ.
მხარეებმა რეპლიკები უკვე წარმოთქვეს. არაა გამორიცხული, მეორე ინსტანციამ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,