21/10/22872 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

არესტოვიჩის განცხადება საქართველოზე და რეაქცია ქართულ პოლიტიკურ სპექტში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მორიგ განცხადებას, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა იყო თავშეკავებული კომენტარებიც.
ჟურნალისტმა არესტოვიჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ „300 ათასი რუსი ჩავიდა საქართველოში, 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10% და ეს მათთვის (ქართველებისთვის) გახდა დიდი პრობლემა“. ამ შენიშვნას არესტოვიჩმა ამგვარად უპასუხა:
„ეს არის კატასტროფა, მით უმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, ხელახლა კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოების გრანდიოზული პრობლემაა. წარმომიდგენია, როგორ იგლეჯენ თმას ისინი, რომელბიც დღეს საქართველოში პატრიოტულად არიან განწყობილი სპეცსამსახურებში, მთავრობაში, როგორ უნდა გადაწყდეს ეს დიდი პრობლემა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში… მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ როგორღაც წესრიგში იქნება მოსაყვანი“.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ არესტოვიჩი მოკლებულია მოვლენების საღი შეფასების უნარს:
“არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარს. ის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნებაა, შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მითმა დგას. შემიძლია უფრო მძიმე სიტყვებითაც ვთქვა, თუმცა… არსეტოვიჩი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელია და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის აქ პრობლემატური”.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე კი “ჰეროიკულ რიტორიკას” უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებას:
„ეს უფრო ხატოვანი გამონათქვამები მგონია. ასე ვთქვათ, იმედის მომცემი განცხადება, გამამხნევებელი განცხადება და არა ის, რომ ამ ქმედებების უკან რაიმე სერიოზული ქმედებები იდგეს. თავის ხალხს ეუბნება, რომ არა მხოლოდ თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს, არამედ ქართველებსაც, მოლდოველებსაც. ეს არის ჰეროიკული რიტორიკა, რომ თავის ხალხში რწმენა შეიტანოს. ამის გამო კრიტიკას არ ვაპირებ. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ტელეარხებს, როცა უკრაინა ნომერ პირველი სალანძღავი თემაა”.
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულიც და უკრაინული მხარეც სადღაც უნდა გაჩერდეს“:
„ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება - ასეთი განცხადებები დამაზიანებელია [...]. ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც უნდა გაჩუმდნენ, ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, “Слава Україні“ რა არის მებრძოლებისთვის და რა - არესტოვიჩისთვის - მისი ლოგიკა ასეთია: ჯერ შედის ჯარი, ჯარს მოჰყვებიან დიპლომატები, ხოლო დიპლომატებს - ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტს– ალექსეი არესტოვიჩი, დავით არახამია, მიხაილო პოდოლიაკი, ოლექსი გონჩარენკო, ოლექსი დანილოვი და ანდრეი ერმაკი წარმოადგენენ, რომლებიც სისტემატიურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან:
“უკრაინის მიერ გამოცხებული ახალი სასანქციო სია რეალურად ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს. ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომეტირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის.
რატომღაც მათ ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელიც მათი მოთხოვნისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩართულიყო და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ბუნებრივია, ეს სიგიჟეა, რომელსაც საქართველო ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. გამომდინარე აქედან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.
ახლახანს უკრაინის ხელისუფლების ლიდერის ბოლო განცხადებები გავიგეთ, სადაც ტერმინებით “ნაში პაცანი“ გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა მილიონით ომისგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი საქართველოში და წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია: - ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს მოჰყვებიან ინვესტორები ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია და წესი და მერე რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული (არ ვსაუბრობ მთელს უკრაინაზე) გეგმა ეს არის“.
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ “სწორედ ამ პროექტის მიერ არის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, როგორც დივერსანტი, გამოგზავნილი.
“რაკი აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, ახლა სადაც ხელი მიუწვდებათ ცდილობენ საკუთარი ჩავარდნილი რეზიდენტი გამოიხსნან.
იმის ნაცვლად, რომ მათი მხრიდან საქართველოს მიმართ ერთი ნორმალური გზავნილი ყოფილი, ისმის მუქარა - მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ არის რუსული იმპერიალიზმიდან კალკირებული“, - დასძინა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას:
„ეს არის მტრული განცხადება და არა მარტო ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, არამედ უკრაინის მიმართ. ეს არის განცხადება ადამიანისა, რომელიც არაფრად დაგიდევს რეალობას და არაფრად დაგიდევს იმ ინტერესს, რომელიც უკრაინას წესით უნდა გააჩნდეს საქართველოსთან ურთიერთობაში. პროვოკაციული, უტიფარი განცხადებაა, რომელიც სამწუხაროდ ამ ადამიანს ახასიათებს ბოლო პერიოდში, თორემ იყო პერიოდი, როდესაც არესტოვიჩი რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გამოდიოდა აქტიურად და შიდა სამოქალაქო ომით ემუქრებოდა უკრაინას, თუკი არ იქნებოდა გათვალისწინებული რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები. მაშინ ასე სჭირდებოდა და დღეს ამ უტიფარ ადამიანს სხვანაირად სჭირდება, სხვანაირად ლაპარაკობს, ეს არის პროვოცირება დაძაბულობისა, დაპირისპირებისა, რომელიც ნამდვილად არ დაუმსახურებია არც საქართველოს და არც უკრაინას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა:
„არ ვიცი, ამას დიპლომატურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, თუ რა ეკუთვნის, რადგან გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს, რომელიც უმძიმეს ვითარებაშია, განსაცდელშია. ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ხელთ იყო და არის, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერის, თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, უკრაინელ ხალხზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე იზრუნონ სწორედ იმ მაღალჩინოსნებმა, უკრაინელებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, თმენის გარკვეული ვალდებულება გვაქვს, რადგან უკრაინაში ომია, მაგრამ ასევე ვალდებულება გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე. პირველი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ, არის ის, რომ ზოგიერთი უკრაინელი ვითომ მეგობრის სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყანაში არასდროს ატყდება ომი. ჩვენ არასდროს, რაც არ უნდა სურდეთ მათ, არ გავისვრით და ამ ქვეყანაში გაგრძელდება ის მშვიდობიანობა და სტაბილურობა, რაც დღევანდელი მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტისა და ზოგადად ამ პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით რთულად, მაგრამ ხერხდება, ასეც გაგრძელდება. დასანანია ეს ყველაფერი, მაგრამ უფრო მწვავე განცხადებებისგან მაინც ალბათ სჯობს, თავი შევიკავო“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY