21/10/22475 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი 8 თვეა ვერ ჩამოყალიბდნენ, ვის მხარეს დადგნენ - გონჩარენკო

"თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ორ სკამზე ჯდომას, მას პრობლემები შეექმნება" - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "მთავარ არხის" ეთერში გადაცემა მთავარ აქცენტებში  საუბრობს.  მისივე თქმით, საქართველოს  მთავრობის ქმედებებით, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის  პერსპექტივა ზიანდება.
"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა აქვეყნებს იმ ადამიანების სახელებს, ვინც ეკონომიკურად ეხმარებიან პუტინს, რომ ეს ომი აწარმოოს. ეს სასანქციო სია შემთხვევითი არ არის. მმართველი პარტია და ბიძინა ივანიშვილი 8 თვეა ვერ ჩამოყალიბდნენ, ვის მხარეს დადგნენ. მათ უნდა გადაწყვიტონ სად უნდათ ყოფნა რუსეთის თუ თავისუფალი სამყაროს მხარეს. უკრაინა თავისუფალი სამყაროს ნაწილია და ამ სანქციებს ჩვენი პარტნიორებიც განიხილავენ. რა თქმა უნდა, არის სინქრონული თანამშრომლობა მათთან. ჩვენი მივაწვდით მათ ამ ინფორმაციას და ჩვენი მზიანია, რომ ყველა ადამიანი ვინც ტირანების მხარდასაჭერად მოქმედებს, საერთაშორისო სანქციების სიაშიც მოხვდეს. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე მიიღო მკაფიო სიგნალი, ალბათ მიხვდება ამ სიგნალის შინაარსს. თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ორ სკამზე ჯდომას, მას პრობლემები შეექმნება. ძალიან მინდა საქართველო ვნახო როგორც ნატოსა და ევროკავშირის წევრი, მაგრამ მთავრობის ქმედებებით ეს პერსპექტივა ზიანდება" - ამბობს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმა და დეიდაშვილი დასანქცირებულები არიან. უკრაინის ხელისუფლებამ ალექსანდრე ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს გაუყინა ყველა აქტივი უკრაინის ტერიტორიაზე, შეუზღუდა ფინანსებზე წვდომა, აუკრძალა კომერცია და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა უკრაინის გავლით. სანქციები შეეხება ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლესაც და უჩა მამაცაშვილს შვილს, ტატესაც. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY