20/10/22753 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

პირველ რიგში, ვურტყამთ ფინანსებზე და შემდეგ იერიშს თავად ივანიშვილზეც მივიტანთ - დავით არახამია

პირველ რიგში, ვურტყამთ ფინანსებზე და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე - ასე ეხმიანება უკრაინის სახელისუფლებო პარტია "სლუგა ნაროდას" თავმჯდომარე დავით არახამია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრების უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანას.
დავით არახამია იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოლარეების სიას ქართული მედიაც გამოაქვეყნებს, რაც ახალი სანქციების მიზეზი გახდება.
"სალამი, ქართველო ხალხო. მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველის ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეურთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის მოლარეების გვარებს. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ვისწავლეთ ეს ამერიკელებისგან და შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე. იმედი მაქვს ეს კარგი ამბავი არის თქვენი თავისუფალი ქვეყნისთვის", - აცხადებს თავის ვიდეომიმართვაში დავით არახამია.
ცნობისთვის: უკრაინამ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა.
19 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს ქეთევან ხარაიძეს.
ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.
ამასთან, სანქციები შეეხება კიდევ სამ ქართველს — ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს, რომელიც ფლობს ფოთის პორტს, "გალფის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელს და ა.შ, ასევე, ალექსანდრე ჯაფარიძეს და გიორგი ჯაფარიძეს.
სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.
ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY