19/10/22678 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის!

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის თქმით, კობახიძის არჩეული გზა არა ევროპისკენ არამედ რუსეთისკენ მიდის და მისი ბრიუსელში ვიზიტიც საქართველოს საკეთილდღეო საქმეებისთვის ხდება.
“დღეს, კანდიდატის სტატუსი, რომ არ გვაქვს მოლდოვისგან განსხვავებით, სწორედ ირაკლი კობახიძის და პრორუსული “ქართული ოცნების” ბრალია. ჩვენ ვართ სწორედ ის ერთ-ერთი პარტია, რომელმაც ევროპარლამენტის ერთ-ერთ უმსხვილეს ფრაქციას ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ ჯერ კიდევ ივნისში მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა, რომ სტატუსი არ მიგვეღო.
დღესაც, სწორედ პრორუსი „ოცნების“ ცრუ საქმის გამო, შეიძლება დავრჩეთ კანდიდატის სტატუსის გარეშე. პრორუსული „ოცნება“ მიზანმიმართულად არ აკეთებს არცერთ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც 12 რეკომენდაციით არის მოთხოვნილი ევროკომისიის მიერ. სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები, დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება - ეს ის ძირეული თემებია, სადაც კობახიძე და „ოცნება“ 12 რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ აკეთებს ყველაფერს. არაფერს ვამბობ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.
მიუხედავად პრორუსული „ოცნების“ და კობახიძის ასეთი დესტრუქციული საქციელისა, ჩვენი ბრიუსელში ვიზიტის მიზანია, რომ საქართველომ არ დაკარგოს ეს ისტორიული შანსი, რომლის მსგავსი შეიძლება კიდევ ათწლეულები აღარ გვქონდეს.
რეფორმების ჩემპიონის სტატუსიდან საქართველო გახდა მაჩანჩალა ქვეყანა და ამას აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი ადასტურებს, რომლითაც ევროკავშირი აფასებს ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანას. პირველი ადგილიდან საქართველომ გადაინაცვლა ჯამურ მესამე ადგილზე უკრაინის და მოლდოვის შემდეგ, ხოლო ცალკეული ინდექსებით გვისწრებს სომხეთი. ფაქტები და ციფრები მეტყველებს ყველაფერზე.
ბატონო კობახიძე, გზა, რომელიც თქვენ აირჩიეთ ევროპისკენ არ მიდის! თქვენი გზა რუსეთისკენ მიდის! ჩვენი ამოცანაა ეს არ დავუშვათ და შემოვატრიალოთ საქართველო ევროპისკენ! სწორედ ამიტომ, თქვენგან განსხვავებით, დღესაც საქართველოს საქმეს ვაკეთებთ ბრიუსელში”, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ნაბიჯებიდან ჩანს, რომ მათი თვითმიზანია ხელი შეუშალონ 12 პუნქტის განხორციელებას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY