29/01/201 212 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თამარ ჩუგოშვილი - მესმის ყოფილი პარტიის - არ არის მარტივი არგუმენტების მოძებნა, როცა ასეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ

პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკა ხელისუფლების არასწორმა გადაწყვეტილებმა განაპირობა. ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
"რაც შეეხება ევროპარლამენტარების ნაწილს, ევროპარლამენტშიც იგივე დინამიკაა, რაც კონგრესში. ყველა ჩვენი მეგობარი პარტნიორი სხვადასხვა სიტყვებით დაახლოებით ერთი და იგივეს გვეუბნება. ამას გვეუბნებიან არა მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრები და მათაც რომ გვითხრან, ესეც ყურადსაღებია, იმიტომ, რომ EPP არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და მათთან მუშაობაც საჭიროა, მაგრამ ასევე იქ იყვნენ მწვანეები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც საგარეო კომიტეტში მონაწილეობდნენ. მე მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები, ჩემი ყოფილი პარტიის წევრები. არ არის მარტივი, როდესაც ასეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაგატარებენ, მერე არგუმენტების მოძებნა. არგუმენტები კი არ უნდა ეძებონ, უნდა გაიაზრონ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები. არასწორი გადაწყვეტილებები რომ მიიღეს, ამან განაპირობა ეს კრიტიკა და თუ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებეს, ესეც შეიცვლება. პირველ რიგში, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ყველას აქვს განცდა, რომ პროცესი იქითკენ მიდიოდა, რომ არჩევნებისთვის გარემო იქნებოდა სამართლიანი და ეს პროცესი მოტყუებით ამოყირავდა. ეს სწორ რელსებზე უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. ამასთან, თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, მაისში საპარლამენტო ასამბლეა საერთოდ არ იმართება საქართველოში და ერთადერთი, რაც მაისში იმართება, ეს არის მინისტერიალი. „არ ვიცი, ამაში თუ აერია“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • სთორი - 28 ნოემბერი, 2022. თეონა თავართქილაძე
      28 ნოემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA