29/01/202 122 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავას „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“, ბოკუჩავამ კი მდინარაძეს „სამარცხვინო“ და „ჭანჭიკი“ უწოდა

საკონანმდებლო ორგანოში ხმაურია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მას მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა ჰქონდა და განმარტებას სთხოვდა რის საფუძველზე არ უშვებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში. აღნიშნული შეხვედრისას დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.
როგორც მდინარაძემ ბოკუჩავას განუმარტა, მაჩალიკაშვილი პარლამენტში იმის გამო არ შეუშვეს, რომ პროვოკაციის საფრთხე თავიდან აეცილებინათ. მისივე თქმით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო.
„ნუ სპეკულირებ, გარდაცლილ ადამიანს შენი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ და ეს არის სამარცხვინო. შენ ხარ მიშას „ტიტუშკა“. თქვენ ხართ პროვოკატორები და უზნეო ხალხი, მიშას მონები“, - მიმართა მდინარაძემ ბოკუჩავას. თინა ბოკუჩავამ კი, თავის მხრივ, მდინარაძეს „მატყუარა და სამარცხვინო“ უწოდა.
„შენ მანდატს არ იმსახურებ. შენ ხომ არავინ არ ხარ, ჩვეულებრივი ჭანჭიკი ხარ“,-მიმართა თინა ბოკუჩავამ მდინარაძეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მალხაზ მაჩალიკაშვილი და თინა ბოკუჩავა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილი შენობაში არ შეუშვეს.
პარლამენტის შენობასთან ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY