29/01/201 246 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დედას გიტირებთ, თქვენ ადამიანები არც ხართ, თქვენ ნაძირალათა ხროვა ხართ

მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება, - ასე მიმართავს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას.
მან სასწრაფო დახმარების მანქანა, სადაც მას შემდეგ რაც შეუძლოდ გახდა, პირველადი დახმარება გაუწიეს, უკვე დატოვა და განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ეს მიმართვა მუქარა არ არის. ის ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს. მისივე ინფორმაციით, მას მაღალი თანამდებობის პირებმა უთხრეს, რომ რეალურად შეცდომა მოუვიდათ, თუმცა ამ შეცდომის აღიარება უჭირთ.
„დღეს ამ სახელმწიფოში არანაირი ინსტიტუცია არ არის, არც ხელისუფალია, არც პარლამენტია, არც პროკურატურა, არც სასამართლო. მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, ეს ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მესამე წელია დუმს ცივი სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაამარცხოს უდანაშაულოდ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავისი ბინძური მექანიზმით მე რძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. დრო გვიჩვენებს, დრო იტყვის თავის სათქმელს ჩემთან ერთად. ნუთუ ყველას ერთად გაუწყდა შუბლის ძარღვი, როცა პროკურატურამ 2 წლის მერე გამოდის და აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ გამოძიება შეწყდა“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა. მანვე პარლამენტში მისვლის მიზეზზეც ისაუბრა.
„შევქმნათ საგამოძიებო კომისია და გავცეთ პასუხი საზოგადოებას რაშია საქმე, გამეცით პასუხი. ხელისუფლებას ეს ხომ მოუწევს, რომ ამაზე პასუხი გამცეს, ესენი ხომ ყველა პასუხს აგებენ. ზუსტად ვიცოდი, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ, შეცდომა მოუვიდათ. ამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ და ამ შეცდომის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მე პირადად მეუბნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით ეს შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს. მე ამას მოგონილს არ ვამბობ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩემთვის ნათქვამს ვყვები. დღეს ეს სურათი დადგა, ვიცოდი სხვა არაფერი იქნებოდა, ამას მოველოდი. არც ერთ მათგანს, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, კამერის წინ დადგეს, ამას დაგანახებთ, მთელ ქვეყანას ამ გახრწნილ ხროვას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ყველა ერთნაირი კრინალია, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა. ამას მოგმართავთ მე, ვახა ტერლოევი, მთელ სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ, მე თქვენ დედას გიტირებთ. ეს მუქარა არ არის. კანონის ჩარჩოებიდან გაუსვლელად, პოლიტიკურად ვეუბნები, დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY