ალიასკის მახლობლად ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ხომალდები დააფიქსირეს
ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო ხომალდები ალიასკის მახლობლად დააფიქსირეს. აშშ-ს სანაპირო დაცვის გემმა, რომელიც პატრულირებდა ბერინგის ზღვაში, შეამჩნია სამი ჩინური და ოთხი რუსული საზღვაო ხომალდი, მათ შორის ერთი გამანადგურებელი.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ არ ყოფილა საზღვაო-საზღვრების აკვატორიის დარღვევები, მაგრამ აშშ უპასუხებს ასეთ მანევრებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ხომალდები ალიასკის წყლებში შედიან. Associated Press-ის ცნობით, 2021 წლის სექტემბერში, სანაპირო დაცვის გემებმა ალეუტის კუნძულებიდან დაახლოებით 80 კმ-ში დააფიქსირეს ჩინური გემები.