26/09/22718 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზე - „ადამიანი ხელიდან გვეცლება, უნდა გატარდეს რაღაც ღონისძიებები, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს“

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სტამბოლში თურქ ექიმებს შეხვდება, სადაც  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს და მათ დოკუმენტაციას გააცნობს.
ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად  უარესდება. 
„მივიღე გადაწყვეტილება, სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია თურქეთში ჩავიტანო, სადაც შედგება ექიმთა კონსილიუმი და ამ ექიმებთან გავიარო კონსულტაციები, რას სჭირს ამ პიროვნებას.  კერძოდ, საუბარია, რომ ყოველდღე იგი სუსტდება, უჭირს გადაადგილება და აღარ ვთვლი დეტალებს, როგორ რთულდება მისი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ხელიდან გვეცლება. უფრო საუბარია გასტროენტეროლოგებზე და საუბარი გახლავთ ნევროლოგებზე. ჩემი ახლანდელი ვიზიტის მიზანი ის გახლავთ, რომ სანამ ამერიკელები ჩამოვლენ, მანამ გატარდეს რაღაც ღონისძიებები ჯანმრთელობის კუთხით, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.
ყველას გყავთ ალბათ ნანახი ადამიანები, რომლებიც ქიმიას იკეთებენ, რა დღეში არიან ეს ადამიანები, დასუსტებულები, ფერი არ აქვთ სახეზე, ვერ გადაადგილდებიან აი, ასეთი სურათია, თითქოს ქიმიას უკეთებდნენ ამ ადამიანს“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.  ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამ ექიმს კლინიკა „ვივამედში“ შესვლის უფლებას არ აძლევს, რითაც მისი თქმით, მინიმუმ 3 მუხლი ირღვევა. 
„თუ ამ ადამიანის მიერ, ეს არის ამ სამსახურის უფროსი, კვლავ მოხდება საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მაშინ ჩვენ გავატარებთ სხვადასხვა სამართლებრივ ღონისძიებას. მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საადვოკატო საქმიანობაში ხელი შეშლაში, პაციენტთა უფლებების დარღვევაში და ა.შ. მას თუ ჰგონია, ახლა სააკაშვილის სიკვდილი ასე მარტივად ჩაუვლის მას გვერდს, ძალიან სცდება“, - აცხადებს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ