09/09/22863 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა თავი

ჩრდილოეთ კორეის უმაღლესმა სახალხო კრებამ მიიღო კანონი ბირთვული იარაღის შესახებ. კანონი მას უფლებას აძლევს პრევენციული სახით გამოიყენოს ის საგარეო თავდასხმისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება. „თუკი სარდლობისა და ეროვნული ბირთვული ძალების სისტემა მტრული ძალების თავდასხმის საფრთხის წინაშეა, ბირთვული დარტყმა დაუყოვნებლივ ხორციელდება ავტომატურად,“ მოჰყავს ფრანს პრესს სააგენტოს განცხადება.
ამასთან, კანონში აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურესი ზომაა.
სამხრეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი ამიერიდან „შეუქცევადია“ და მისი დენუკლეარიზაციის შესახებ დისკუსიებს აზრი არა აქვს. ჩრდილოეთი კორეა არასოდეს იტყვის უარს ბირთვულ იარაზე. ეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი უფლებაა, დაიცვას საკუთარი თავი და წინ აღუდგეს ზეწოლას აშშ-ის მხრიდან, რომელიც, კიმ ჩენ ინის თქმით, ცდილობს ძირი გამოუთხაროს „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ამის შედეგად დაამხოს მისი ხელისუფლება,“ იტყობინება Reuters-ი.
2021 წელს კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბირთვული პროგრამისთვის 640 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთმა კორეამ უკვე 17 რაკეტა გაუშვა, უკანასკნელი - მაისში.
აგვისტოში სამხრეთმა კორეამ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას ამ უკანასკნელის დენუკლერიზაციის გეგმა შესთავაზა. ის ითვალისწინებს ფხენიანისთვის ეკონომიკური და ტექნოლოგიური დახმარების გაწევას, თუკი ის ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის. მაგრამ ჩრდილოეთმა კორეამ უკუაგდო ეს გეგმა და მას „სისულელე“ უწოდა.
გაერო და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც მოუწოდებენ ფხენიანს, უარი თქვას ბირთვული იარაღის გამოცდაზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,