09/09/22942 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო: radiotavisupleba.ge

ტაქსისტი, რომელმაც რუსი და ლიეტუველი ტურისტები გომბორზე დატოვა, მსაჯულებმა გაამართლეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა 12 ხმით 0-ის წინააღმდეგ, ტაქსის მძღლი ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ სცნეს. მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. ამის შესახებ ინფორმაცია ბრალდებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა გაავრცელა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გუშინ, 8 სექტემბერს გამოიტანეს. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
წარდგენილ ბრალდებაში ტაქსისტს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა, რა დროსაც თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა.
ამ ინციდენტზე ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.
ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ყვება, რომ მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა მძღოლს რუსულად ლაპარაკი მოსთხოვეს, მან კი უკრაინული სიმღერები ჩართო. პროკურატურა ამ ვერსიას "სიცრუეს" უწოდებს და ყვება რომ კონფლიქტი მგზავრობის შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდაზე უარს მოჰყვა, რის შემდეგაც მძღოლმა მგზავრებს თავისუფლება აღუკვეთა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა.
"ასე რომ ყოფილიყო ნაფიცი მსაჯულები გაამართლებდნენ? ეს იყო პროკურატურის ვერსია", - ამბობს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში. კონფლიქტის განვითარებას იგი შემდეგნაირად გვიყვება:
"ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვე სრულიად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს რომ გამოერთო. შემდეგ წავიდა სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე.
ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ. თანხის ისტორია მოგონილია".
ადვოკატი, ასევე ამბობს, რომ პროკურატურამ არ ამოიღო და არ წარადგინა სასამართლოში ვიდეოჩანაწერი, რაზეც ტურისტები გამოკითხვის ოქმში საუბრობდნენ, რომ მათ გადაიღეს მანქანაში განვითარებული მოვლენები. მისივე თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ ეს კადრები მართლაც არსებობდა და იქ ჩანდა, როგორ კამათობდნენ რუსეთ-უკრაინის საკითხზე.
ადვოკატის ვერსიისგან განსხვავდება ბრალდების მხარის ვერსია. პროკურატურა დაცვის მტკიცებას დღეს, 9 სექტემბერს გამოხმაურა. უწყება წერს, რომ ბრალდებული რუსული კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით მუშაობდა, მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისში, მშრალი ხიდთან, ერთ-ერთ სასტუმრომდე მიიყვანა.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მძღოლმა მგზავრებს აპლიკაციაში მითითებული თანხის, 23 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოსთხოვა.
"მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.
ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდას მოსთხოვა.
ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა".
"რადიო თავისუფლება" დაუკავშირდა გათავისუფლებულ ამირან ბოკუჩავას ოჯახსაც, თუმცა მათ ინტერვიუზე უარი განაცხადეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA