04/08/22720 ნახვა წყარო: radiotavisupleba.geფოტო:

ბაიდენმა "შეუწყნარებელი" უწოდა ბრიტნი გრაინერის მიმართ გამოტანილ სასჯელს და რუსეთის მისი დაუყოვნებლად გათავისუფლებისკენ მოუწოდა

"ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ ისედაც იცის: რუსეთს უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული ბრიტნი", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელიც ამერიკის ლიდერმა გააკეთა მალევე მას შემდეგ, რაც 4 აგვისტოს მოსკოვის ხიმკის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.
სასამართლომ 9 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა კალათბურთში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ ბრიტნი გრაინერს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და კონტრაბანდაში.
"ეს შეუწყნარებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რათა მან შეძლოს თავის მეუღლესთან, ახლობლებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა", - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
4 აგვისტოს სასამართლოზე თავის ბოლო სიტყვაში გრაინერმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია განზრახვა დაერღვია კანონი.

31 წლის გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.

კალათბურთელმა აღიარა, რომ ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯი.

გრაინერის გასამართლება და მისთვის 9 წლით პატიმრობის მისჯა, კრიტიკოსების ვარაუდით, არის მოსკოვის მცდელობა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.
CNN-ი გრაინერის ერთ-ერთ ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,