28/07/22827 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

75 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინაში ომის დროს - ამერიკელი კანონმდებლები

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს, ამერიკელ კანონმდებლებთან საიდუმლო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 75 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა უკრაინაში ომის დროს.
"ჩვენ შეგვატყობინეს, რომ 75 000-ზე მეტი რუსი დაიღუპა ან დაიჭრა, რაც ძალიან დიდი რიცხვია, თქვენ გაქვთ წარმოუდგენელი ინვესტიციები მათ სახმელეთო ძალებში, მათი სახმელეთო ძალების 80%-ზე მეტი გაჭედილია და ისინი დაიღალნენ. მაგრამ ისინი მაინც რუსი სამხედროები არიან", - განაცხადა მიჩიგანის წარმომადგენელმა ელისა სლოტკინმა, დემოკრატმა, რომელიც მსახურობს პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ეს ციფრი უარყო:
"ეს არ არის ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება. ეს არის საგაზეთო სტატია. დღესდღეისობით ყველაზე ცნობილი გაზეთებიც კი არ ერიდებიან ყოველგვარი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. ეს, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო გავრცელებული პრაქტიკაა", - თქვა მან ხუთშაბათს ჟურნალისტებთან. 
CNN წერს, რომ რთულია ომში დაღუპულთა რიცხვის დამოუკიდებლად შეფასება. როგორც რუსი, ასევე უკრაინელი ოფიციალური პირები, ზოგჯერ გაზვიადებულად აფასებენ სამხედრო წინსვლას და ამცირებენ წარუმატებლობას.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1,351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.
"ბრიფინგზე მთავარი საუბრის თემა იყო, მეტი რა შეგვიძლია და რა უნდა გავაკეთოთ უკრაინელებისთვის, ფაქტიურად უახლოეს სამ-ექვს კვირაში, ძალიან სასწრაფოდ. უკრაინელებს სურთ წავიდნენ სამხრეთში და ოპერაციები ჩაატარონ. და ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ რაც შეიძლება წარმატებულები", - თქვა სლოტკინმა.
ამერიკელი და დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინა მიზნად ისახავს დაიბრუნოს სამხრეთ ქალაქ ხერსონი, რომელიც მარტიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA