08/07/221 113 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

დეგნანი: ყაველაშვილის წერილი ოცნების ნარატივის გამოძახილია, გეკითხებით, რა მოტივი გაქვთ?

ბატონი ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ მისი ბოლომდე წაკითხვაც კი ვერ შევძელი. ზოგიერთი დეტალი ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. მაგალითად, მას აშკარად არ ესმის ის, რომ შეერთებული შტატები მხარს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობას უჭერს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი კონსტიტუციით განმტკიცებულ დამოუკიდებულ ინსტიტუტებს დავუჭიროთ, რომელთა მოვალეობაც თითოეული საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვაა. ძალიან სახიფათოა, როდესაც ასეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ძირს უთხრიან. ასევე, როგორც ჩანს, კვლავ იმეორებენ იმ დეზინფორმაციას, რომლის მცდარობაც არაერთხელ დადასტურდა. შეერთებულ შტატებსა და ევროპას რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა არ სურთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისთვის და ვინც ჩვენთან ერთად ამ მხრივ მუშაობს, სწორედ ისაა, ვინც გვერდით გვინდა გვყავდეს. ჩემთვის უცნაურია, რომ ის, რაზეც ყაველაშვილი საუბრობს, ქართული ოცნების პარტიის წევრების ნარატივის გამოძახილია, რომელზეც ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ აბსოლუტურად მცდარია. ჩემი შეკითხვა შემდეგია: რა არის ამ ყველაფრის მოტივი, რატომ გრძელდება ეს ნარატივი?" - ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ამტკიცებს, პარტია ქართული ოცნება დატოვა. ყაველაშვილმა დღეს, 8 ივლისს, საქართველოში აშშ-ს ელჩს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA