08/07/221 004 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

კრიტიკული კითხვის პასუხად ღარიბაშვილმა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში მოიწვია

ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
ამის შესახებ მან უცხოელი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ღარიბაშვილს ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობა ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის გამო გააკრიტიკა და უთხრა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არ ხდება.
„მზად ხართ თუ არა თქვენ კომპრომისზე წასასვლელად ოპოზიციურ პარტიებთან? საქართველოში დემონსტრაციები მიმდინარეობს, ამ დემონსტრაციაზე ითხოვენ, მათ შორის, თქვენი მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის დანიშვნას“, – ჰკითხა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს.
პასუხად ღარიბაშვილმა ჟურნალსტს უთხრა, რომ ის, ალბათ, საქართველოში არ ყოფილა და არ იცის ქვეყანაში რეალურად რა ხდება.
„მე მინდა კითხვის ავტორს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიწვევთ მას საქართველოში[…] ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. რეალურად ჩავაბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ შეიძლება ამაყად, თამამად ითქვას, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ქვეყანა არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში და  ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი.
თქვენ ახსენეთ ადამიანის უფლებები და ბატონო კითხვის ავტორო, მე მინდა შეგახსენოთ ყველას,  რომ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დაუბრუნა ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია, რომელზეც თომას ჰამემბერგმა იმუშავა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში. ჩვენთან გარანტირებულია ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება – 10 დღეში შეიძლება, გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხებიც და სიტუაციაც არის რადიკალურად გაუმჯობესებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, იმ „შთამბეჭდავი პროგრესზე“, რაც საქართველმ ადამიანის უფლებების მიმართულებით განიცადა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საქმეების რაოდენობის შემცირებაც მეტყველებს.
„რაც შეეხება დემონსტრაციებს, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. ყველა ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვები, უშედეგოდ დასრულდა. მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის წინსვლას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.