07/07/221 182 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

პუტინმა არ გამორიცხა, რომ "ომი გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ერთი უკრაინელი მაინც იდგება ფეხზე"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი და უკრაინა, რომ "ომი შესაძლოა, გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ერთი უკრაინელი მაინც იდგება ფეხზე".
„დღეს გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება უნდათ. აბა, რა ვთქვა? დაე, სცადონ. ჩვენ განუწყვეტლივ გვესმოდა, რომ დასავლეთი მზადაა, იბრძოლოს ჩვენთან მანამ, ვიდრე ერთი უკრაინელი მაინც იდგება ფეხზე. ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის", - განაცხადა პუტინმა.
იგი ირწმუნება, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა, მისი თქმით, რაც დრო გავა, შეთანხმების მიღწევა უფრო რთული გახდება:
"ჩვენ არ ვამბობთ უარს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. მაგრამ ვინც უარს ამბობს, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო გაგრძელდება [კონფლიქტი], მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება".
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY