07/07/22836 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მოგვდის ინფორმაცია, რომ ივანიშვილის გარემოცვა ხელს უწყობს საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით, სანქცირებული საქონლისა და უკრაინაში მოპარული ხორბლის გატარებას" | კამელჩუკი

"მოგვდის ინფორმაცია, რომ ივანიშვილის გარემოცვა ხელს უწყობს საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით, სანქცირებული საქონლისა და უკრაინაში მოპარული ხორბლის გატარებას" - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", რადას დეპუტატი იური კამელჩუკი საუბრობს. 
"...განსაკუთრებით ეს ეხება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც 2,7 მილიარდი ფუნტის ბიზნესი აკავშირებს რუსეთთან, სავარაუდოდ, მსგავსი ინტერესი მისი მხრიდან იქნება, ჩვენ მრავლად მოგვდის ინფორმაცია მის დაინტერესებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი გარემოცვა, სავარაუდოდ, ხელს უწყობს საქართველოს გავლით სანქცირებული საქონლის გატარებას რუსეთის მიმართულებით. ასევე იმ ხორბლის, რომელიც მოპარული იყო უკრაინის ტერიტორიაზე. მას შემდეგ რაც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დავბრუნდებით, უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება და ამას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - ამბობს კამელჩუკი. 
მისივე თქმით, "აუცილებელი არაა, რომ ის ადამიანები, ვისაც სანქციები დაუწესდება, ცხოვრობდნენ საქართველოში ან ბელარუსში, მთავარია მათი დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან". მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ უკრაინაში რუსულ ომს, აუცილებლად იქნებიან სანქცირებულთა სიაში.
"თუ ექსპერტების ჯგუფი მოიპოვებს ყველა საჭირო მტკიცებულებას და ინფორმაციას ამ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ამ ადამანების წინააღმდეგ სანქციების დაწესება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჯგუფს შესაბამისი ინფორმაციები გააჩნიათ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ვიცით, რომ ეს ადამიანები შეეცდებიან სანქციების დაწესების შემთხვევაში ეს სანქციები თავიდან აიცილონ, თუმცა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი გააკეთებს ყველაფერს, რაც მათზე იქნება დამოკიდებული, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად დაისაჯონ.
ამ სანქიცირებულთა სიაში ძალიან ბევრი რუსი მოქალაქე არის, რომელთა სია ყოველდღიურად იზრდება, ეს სანქციები სამწუხაროდ შეეხება უკრაინის მოქალაქეებს და იმ კომპანიებს, რომლებიც თანამშრომლობენ რუსულ კომპანიებთან და მოქმედებენ უკრაინის წინააღმდეგ დამიჯერეთ ყველა ადამიანი, ვისაც უკრაინული მხარე და ექსპერტების ჯგუფი იპოვის, რომ უკრაინაში რუსეთის ომს მხარს უჭერს, უცილებლად სანქცირებულთა სიაში მოხვდება", - ამბობს იური კამალჩუკი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY