05/07/22527 ნახვა წყარო: pia.geფოტო: pia.ge

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების საკითხზე ალიანსთან ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ნატოსთან ამ ალიანსში გაწევრიანებს შესახებ. ცერემონია 5 ივლისს ბრიუსელში გაიმართა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნატოს 30-ვე წევრმა და ასევე ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებმა.
თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს. მათ განაცხადეს, რომ ეს ფაქტი ამ ორი ქვეყნის და მთლიანად ნატოს უსაფრთხოებას გააძლიერებს.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი მაისში შეიტანეს. მათი გაწევრიანებს შესახებ გადაწყვეტილება რეკორდულად მცირე დროში იყო მიღებული - ფაქტობრივად ერთ თვეში ნატოს მადრიდის სამიტზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.
იმისთვის, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრები გახდნენ, ალიანსის წევრი 30 ქვეყნის პარლამენტებმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინონ.
სკანდინავიის ორმა ქვეყანამ, რომელიც მანამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ნატოში გაწევრიანების სურვილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გამოთქვეს. მაშინვე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადეს, რომ ნატოში ამ ქვეყნების მიღების პროცესი მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდება. ალიანსში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ ეს ორი ქვეყანა იმ პირებს იფარავს, რომლებსაც თურქეთში ტერორიზმთან კავშირი ჰბრალდებათ. 28 ივნისს მადრიდში ნატოს სამიტზე ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა.
ამავე სამიტზე ნატოს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ალიანსისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. მანამდე არსებული დოქტრინის მიხედვით, რუსეთი ნატოს სტრატეგიული პარტნიორი იყო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA