27/06/22839 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

სამინისტრო: სანქცირებული კომპანიის ნავთობით დატვირთული გემი ბათუმის ნავსადგურს ტოვებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული რუსი კომპანიის ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ გემს უარი ეთქვა დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების გავლაზე. მათივე ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში, თუმცა დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ გემით სანქცირებული კომპანიის ნავთობპროდუქტები გადაჰქონდათ.
"კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი". – ნათქვამია განცხადებაში.
სანქცირებული კომპანიის პროდუქტით დატვირთული გემის ბათუმის ნავსადგურში შესვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიაში გავრცელდა. 27 ივნისს ცნობა დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანოებმა გემს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ მისცეს. მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი არც ყოფილა და არც მომავალში იქნება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA