ბერნსი: "რუსეთი ამჟამად უკრაინასთან მოლაპარაკებას ტაქტიკური მიზნებისთვის თანხმდება"
აშშ–ის დაზვერვის უფროსი უილიამ ბერნსი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამჟამად უკრაინასთან რაიმე სახის მოლაპარაკებას ტაქტიკური მიზნებისთვის თანხმდება, რადგან პუტინს არ აქვს ფიქსირებული, უცვლელი მიზანი ამ ომში,– ამის შესახებ მან, ABC News–ის ცნობით, სენატის დაზვერვის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, თუ ადრე როგორ მოქმედებდა პუტინი და რომ მას მიუღებლად მიაჩნია იმგვარი ქმედება, რაც სისუსტიდ გამოვლინებად შეიძლება, იქნეს აღქმული, ნაცვლად იმისა, რომ დაიხიო ან აღიარო შეცდომა – ეს ავანტიურაა“,– თქვა ბერსმა.
მისივე თქმით, პარალელურად პუტინი რუსეთში „პროპაგანდისტული ბუშტის“ შექმნას ცდილობს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, გამოუვიდეს მოსახლეობის სრული იზოლაცია როგორც ომის რეალური მდგომარეობის შესახებ, ისე ქვეყნის ეკონომიკის.
ბერნსი თვლის, რომ აშშ სერიოზულად მოეკიდოს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების რისკს, როგორც „ცრუ დროშის ქვეშ“, ისე პირდაპირ:
"თქვენ კარგად იცით, რომ ეს რუსული სახელმძღვანელოს ნაწილია. მათ უკვე გამოიყენეს ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს წაახალისეს სირიაში და არა მხოლოდ. ამიტომ, ეს სერიოზულად უნდა იქნას აღქმული“.
მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში დასავლეთმა შეძლო სათანადოდ მომზადებული დახვედროდა რუსეთის საინფორმაციო სტრატეგიას, წინასწარ შეარყია კრემლის პროპაგანდისტული გათვლები, რომ მსოფლიოს ეჩვენებინა, ვინ არის აგრესორი.
ბერნსი ასევე თვლის, რომ პუტინმა ვერ შეაფასა დასავლეთის შესაძლო სანქციების მასშტაბი, როდესაც აფასებდა მის გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე.