22/02/223 177 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და 3 ადამიანს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს სანქციები დაუწესა. თემთა პალატის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს: როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი.  ასევე, სანქციები შეეხება 3 პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 
"მე ჩავედი კიევში და შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის 1-ლ თებერვალს. ის კიდევ ერთხელ ვნახე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ტელეფონით ველაპარაკე გუშინ, პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლიდან მალევე. 
იმედი მაქვს, თემთა პალატა დამეთანხმება, რომ ეს სწორი იყო - დავუდასტურე მას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა. 
ახლა დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები დავიწყებთ სანქციების დაწესებას როგორც კონკრეტული პირებისთვის, ისე რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანიზაციებისთვის". - თქვა ბორის ჯონსონმა. 
სანქცირებულ ადამიანების აეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, ასევე, გაიყინება მათი ის აქტივები, რომლებსაც ამ ქვეყანაში ფლობენ. დიდი ბრიტანეთის ყველა მოქალაქეს აეკრძალება მათთან თანამშრომლობა.  ბორის ჯონსონის თქმით, ეს რუსეთისთვის განკუთვნილი სანქციების მხოლოდ პირველი ნაწილია. 
"იმედი მაქვს, რომ სანქციების შემდგომი ნაწილი აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობით დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ვითარების ესკალაცია მოხდება". - ამბობს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. 
ბორის ჯონსონმა ასევე თქვა, რომ ბრიტანეთმა გააორმაგა სამხედროების რაოდენობა ესტონეთში, სადაც მათი არმია NATO-ს ძალებს ხელმძღვანელობს. 
მისივე განცხადებით, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მეთაურებს უთხრა, რომ ბრიტანეთი მზად არის, გაზარდოს სამხედროების რიცხვი მათი უსაფრთხოების დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ NATO ამას მოითხოვს. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA