03/02/221 343 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დმიტრი გუდკოვი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო აფხაზეთსა და ცხინვალში ერთხელაც აღარ ვყოფილვარ - რაც შეეხება ნავალნის, მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას პასუხობს.
 ,,ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტყუილს. ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდის ხედის ფონზე - და, როგორც იქნა, მოიფიქრეს“, - ამბობს ოპოზიციონერი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყენებულ ვიდეო მიმართვაში.
 დმიტრი გუდკოვი ნიკოლოზ სამხარაძის სიტყვებს ციტირებს და ამბობს, რომ არშეშვების მიზეზად ორი არგუმენტი დაასახელეს.
 ,,პირველი, ეს იყო ის, რომ ვიყავი „სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, რომელმაც აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა“. მეორე, იმიტომ, რომ ნავალნიმ ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა 2008 წელს. რასაც ვპასუხობ:
 აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი - როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო.
 მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი. მე მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, საჭიროა კიდევ არაერთი რიტუალური ჟესტი მოახლოებული არჩევნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოიტყუო, რომ სასაცილოდ მაინც არ გამოიყურებოდე“, - ამბობს გუდკოვი.
 რუსი ოპოზიციონერი სამხარაძეს კითხვით მიმართავს.
 ,, „ლიუბოვ სობოლიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო? იგორ კოჩეტკოვსაც ნავალნი ჰქვია? შეგახსენებთ, რომ არც ისინი შემოუშვეს საქართველოში. დამთხვევაა? - ალბათ“.
 მისი თქმით, ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის სწრაფვას ევროპისკენ.
 ,,მძულს პუტინის წინაშე მსახურებისკენ მისწრაფება და ტყუილი. ორივე ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება თავისუფალი და დემოკრატიული“, -აღნიშნავს დმიტრი გუდკოვი.
 ინფორმაციისთვის, საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის არშემოშვების გამო ის აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს.
 “როდესაც საუბარია ალექსეი ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების შემოშვება-არშემოშვებაზე, მინდა გაგახსენოთ, რა უწოდა ნავალნიმ ქართველებს 2008 წელს", - განაცხადა სამხარაძემ და დასძინა: "როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ ჩავიხედოთ წარსულში, თავის დროზე საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციაზე ვის რა აქვს ნათქვამი“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ