03/02/22977 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის „ბირჟაზე" იტყვის იგივეს, რაც სააკაშვილმა თქვა

ვფიქრობ, "ნაცმოძრაობას" მართებს კონკრეტული წინადადებების წარმოდგენა, ვინაიდან ამას (სააკაშვილის წარმოდგენილ ხედვას) კონკრეტიკა აკლია - ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ სოფლის "ბირჟაზე" იტყვის იგივეს, რაც სააკაშვილმა თქვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური ხედვის ძირითად თეზისებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი სიღრმისეული ინფორმაციის არმქონე ადამიანის დაწერილს ჰგავს.
„სააკაშვილი არ მგონია იცნობდეს საგადასახადო სისტემას, რომელიც მისი მმართველობის შემდეგ საერთოდ შეიცვალა და ძარცვიდან სახელმწიფო გადავიდა ბიზნესის ხელშეწყობაზე. არ მგონია მას ზედმიწევნით ინფორმაცია ჰქონდეს ან საერთოდ რაიმეს კითხვის, გაანალიზების უნარი გააჩნდეს. თუკი მართლა არიან ეკონომისტები მათ შორის, რომელიც ფრაქციაშიც ჰყავთ, მუშაობა უნდა იყოს ამ თემებზე და არა ის, რომ მუდმივად ისმოდეს მოთხოვნა, რომ სააკაშვილი საკნიდან უნდა გამოვიდეს. თუ რაიმე აქვთ, წარმოადგინონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
ის ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მათ ადგილას, უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემდა „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს.
„რასაკვირველია, ეს ბავშვური წამოძახება, რას იზამდა, რა ტყვია - წამალს გააგზავნიდა, არის ძალიან შორს იმ რეალობიდან, რაც დღეს მსოფლიოს ახასიათებს ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ