"მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოს მანქანიდან გადმოიყვანეს ძალის გამოყენებით" - სახალხო დამცველის წარმომადგენელი
ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით გადაიყვანეს. გლდანის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა მიხეილ ღოღაძე, რომელმაც მესამე პრეზიდენტი მოინახულა - "მისი განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით".
ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული, გლდანში მიყვანისას კი ის სასწრაფოს მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:
ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული, გლდანში მიყვანისას კი ის სასწრაფოს მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:
"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით" - ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი