08/11/21767 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, უფლებადამცველებს ეჭვი აქვთ, რომ გლდანის ციხეში შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე დაწერა. 
მისი თქმით, ახლა მთავრობა მიზეზებს ეძებს, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან. როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, სწორედ ამას უკავშირდება იუსტიციის მინისტრის განცხადება.
"ამ წუთებში, იმედის ეთერში, იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.
ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.
ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რო ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად.
ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას",-წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, იმედის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY