26/10/21621 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ხელისუფლება არაადეკვატურად იქცევა, ეშინიათ" - კობა ნაყოფია ციხეში მიხეილ სააკაშვილს ხვდება

სენაკში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი კობა ნაყოფია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა. შესვლამდე ნაყოფიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის უზრუნველყოს მრავალპროფილური კლინიკა.
როგორც კობა ნაყოფია ამბობს, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ეშინია და სწორედ ამიტომ არ გადაჰყავთ ის კერძო კლინიკაში.
"ისინი იქცევიან არაადეკვატურად. კონსილიუმის დასკვნაც, სახალხო დამცველის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ ციხის საავადმყოფო, რომელზეც აპელირებს ხელისუფლება არ არის მრავალფუნქციური. იქ არ არის დანადგარები, რასაც საჭიროებს პრეზიდენტი სააკაშვილის სტაციონარში მოთავსების სტანდარტი, ეს დასკვნა ექიმებმაც დადეს, დადო სახალხო დამცველმაც. სხვა ალტერნატივა არ არის, ის უნდა იყოს გადაყვანილი ისეთ კლინიკაში, სადაც მიიღებს კვალიფიციურ მომსახურებას, ამას ალტერნატივა არ აქვს. პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის ციხეში, საავადმყოფოში, ყველგან ეშინია, სადაც სააკაშვილი არის", - თქვა კობა ნაყოფიამ.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY