11/05/212 929 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა გირაოს გადახდის დემონსტრირებით, პირველ რიგში, სააკაშვილს უჩვენა წითელი ბარათი

ევროკავშირმა გირაოს გადახდის დემონსტრირებით, ყველას და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს უჩვენა წითელი ბარათი, რომ დესტრუქციის განხორციელების მის ზრახვებს საქართველოში მელიას ინსტრუმენტად გამოყენებით, პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
როგორც ოხანაშვილი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს თუ არა შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.
„შემდეგი ნაბიჯი, თუ რას გადადგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს სრულად დამოკიდებულია ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე, ეს არის მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი, რასაც ეტყვის, იმას გააკეთებენ. თუ ეტყვის, რომ უნდა შევიდნენ, რა თქმა უნდა, შემოვლენ პარლამენტში. თუმცა, სადაც არ უნდა იყვნენ, მათ აქვთ ერთი დღის წესრიგი, ეს არის დესტრუქცია და რადიკალიზაცია. ამ რადიკალიზაციის მცდელობის სურვილი ჰქონდათ მათ კიდევ ერთხელ, რისი საშუალებაც ევროკავშირმა არ მისცა, აღკვეთა სააკაშვილის რუსული სცენარის განხორციელება, რომელსაც ის მელიას მეშვეობით გეგმავდა. თუ ისინი, ამ პროცესში ჩაერთვებიან, ეს მათი არჩევანია, თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი დესტრუქციული სცენარიდან და იდეებიდან გადავლენ პოზიტიურ დღის წესრიგზე.
ნიკანორ მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად აცდენილი არიან ევროპულ ღირებულებებს.
მოაწერენ ხელს თუ არ მოაწერენ, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი თვითლუსტრაცია, ეს ჯგუფი ერთი-ერთში ეწინააღმდეგობოდა ქვეყნის დემოკრატიული ინტერესების გატარებას და ამით ასხამდა იმ ქვეყნის წისქვილზე წყალს, ვისაც ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება არ სურს. ეს დადასტურდა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის დღეს.
ევროკავშირმა გირაოს გადახდის დემონსტრირებით, ყველას და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს უჩვენა წითელი ბარათი, რომ მის ზრახვებს საქართველოში დესტრუქციის განხორციელების მელიას ინსტრუმენტად გამოყენებით პერსპექტივა არ აქვს, ამით წერტილი დაუსვა რუსული სცენარის დესტრუქციის განხორციელებას, რისი ამბიციაც და მიზანიც ჰქონდა სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, თუკი, ნიკა მელია, ოპოზიციის მერობის კანდიდატად დასახელდება, როგორი კონკურენტი იქნება ის „ქართული ოცნებისთვის“, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება გარანტირებულად მოიგებს.
„მელია თუ იქნება, კიდევ უფრო გაუმარტივდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებში გარანტირებული მოგება. თუმცა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება უპირობო გამარჯვებული და უპირობოდ გაიმარჯვებს პირველივე ტურში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY