12/03/211 314 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

რიონის ხეობის მცველი: ხელისუფლებამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვაყენა შეურაცხყოფა

რიონის ხეობის მცველი, მაკა სულაძე, რომელიც "ნამახვანჰესის" აშენების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა. მისი თქმით, ამის დასტური იყო დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა და გარემოს დაცვის მინისტრმა მოლაპარაკებებისთვის არ გამოიყენეს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ბევრს ეჭვი გაუჩნდათ, რომ დავთანხმდით დიალოგზე, თითქოს ხელისუფლებასთან წამოვედით გარიგებაზე, მაგრამ ეს ასე არ არის - ჩვენ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ გვჩვევია სიტყვის გატეხა.
ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო პრცედენტია, რამდენჯერ ატყუებს საზოგადოებას და რამდენჯერ გატეხა ჩვენთვის მოცემული სიტყვა, რომ დიალოგი იქნებოდა, ჩვენსა და მინისტრებს შორის და ეს არის შეურაცხყოფის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ამდენ ადამიანს, მთელ ერს მოგვაყენა. თუ ქალბატონი ნათია თურნავას უნდოდა ჟურნალისტებთან ინტერვიუების ჩაწერა, რატომ შეიწუხა თავი აქ ჩამოსასვლელად. თუ იმით იმშვიდებს თავს, რომ აქ რაღაც ტექსტი დაგვიტოვა, საწუწნი კანფეტივით.
ხელისუფლებას გიცხადებთ, ჩვენ ასეთ კანფეტებს არ ვწუწნით. ჩვენ ერთ კითხვაზე პასუხი ხელისუფლებასთან - როგორ გაბედეთ და ერთპიროვნულად მიიღეთ გადაწყვეტილება და გაასხვისეთ ქართული მიწები ისე, რომ არც ხეობის მოსახლეობას, მთელ ერს არ ჰკითხეთ - გვჭირდებოდა თუ არა ჩვენ ნამოხვანჰესი ან ნებისმიერი ჰესი მიწის გასხვისების სანაცვლოდ", - თქვა მან.
დღეს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. თურნავამ თქვა, რომ ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე ჰესის კაშხალი და წყალსაცავი არ აშენდება. თუმცა რიონის ხეობის მცველებისთვის ეს საკითხი მიუღებელია.
ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.
რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 137 დღეა გრძელდება - 137 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.
რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ მას მთავრობის წევრები შეხვდნენ და დიალოგს დაპირდნენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY