09/03/211 127 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

ბორელი: 16 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია, იმედი გვაქვს, ღარიბაშვილისგან პროგრესს ვიხილავთ

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ჟოზეფ ბორელი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული დისკუსიისას სიტყვით გამოვიდა და 16 მარტს ასოცირების საბჭოზე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

"სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სერიოზული შეშფოთების საფუძველი გახდა ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდის გამო. ეს ვითარება ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველ რისკებს ქმნის. კვლავ გავიმეორებ ჩვენს მტკიცე ხედვას, რომ აუცილებელია, ყველა მხარემ იმოქმედოს სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ნიადაგის მოსაძებნად.
ევროპული კომისიის პრეზიდენტი სულ ახლახანს ეწვია საქართველოს და ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და მთავარი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ამ ვიზიტის განმავლობაში, მან მიიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პარტიებს შორის დისკუსიაში და უკან დაბრუნების შემდეგ, გუშინ საღამოს განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ მედიაციაში მონაწილეობის მისაღებად გზავნის.
მოუთმენლად ველით საქართველოში პოლიტიკური პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე გაუწევს ამ პროცესს მედიაციას. ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი კომპრომისული შეთანხმების მიღწევის მიზნით. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისგან და რიტორიკისგან. 
პროგრესის მიმართულებით, ევროკავშირი პრიორიტეტად ისახავს დემოკრატიის კონსოლიდაციას, საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკურ სტაბილურობის და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესის ჩათვლით. დამოუკიდებელი და ამავდროულად ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება ასევე უპირატესი მნიშვნელობისაა. 
ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ პროგრესი უახლოეს მომავალში, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოზე საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი თარიღი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ პროგრესს ნამდვილად ვიხილავთ.
ვერცერთი ქვეყანა ვერ გაძლებს პოლიტიკურ კრიზისში დიდი ხნის განმავლობაში. პოლიტიკური აქტორების ვალია ქართველი ხალხის წინაშე, რომ შესთავაზონ მათ სტაბილური პოლიტიკური კონტექსტი. პრეზიდენტ მიშელთან ერთად მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, უერთგულონ კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულ დიალოგს, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგის მისაღწევად", - განაცხადა ბორელმა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA