ყაველაშვილი ჩანაწერებზე: რა გამოძიება ხალხო... სისულელეა!
"ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი გაკეთებული. რა გამოძიება ხალხო [...] გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა. ყველა ეს თემა, რომელიც ვერაფრით ააგორეს... ძალით ჩაჯდა ადამიანი ციხეში [ნიკა მელია], რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი, იმისთვის, რომ აი, ნახეთ, როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ. ახლა დაიწყეს ჩანაწერებზე საუბარი. რა გამოძიება – სისულელეა! რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს?"- ამბობს ქართული ოცნების წევრი, მიხეილ ყაველაშვილი.