08/03/211 168 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რამაზ საყვარელიძე - ფარული ჩანაწერების სამიზნე ღარიბაშვილი იყო და ივანიშვილის ოჯახი საშუალებად გამოიყენეს

ოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გავრცელებული ფარული ჩანაწერების სამიზნე, სადაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ, ღარიბაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მხოლოდ საშუალებად გამოიყენეს. ამის შესახებ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც პოლიტოლოგი ვარაუდობს, ჩანაწერების გავრცელების უკან ოპოზიცია დგას.
ამასთან, საყვარელიძის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ისიც, რომ არ ჩანს დაზარალებული.
„ნებისმიერი მოვლენის უკან ვარაუდობენ ხოლმე, რომ დგას ის, ვისაც ეს მოვლენა უხარია, აიტაცებს, გამოიყენებს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არის, თან ბოლო ჩანაწერების მერე პედალირება ხდება იმაზე, რომ ღარიბაშვილი უნდა ჩამოსცილდეს მოლაპარაკებების პროცესსო. როგორც ჩანს, სამიზნე ირაკლი ღარიბაშვილი იყო და ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ამ შემთხვევაში მხოლოდ საშუალებად გამოიყენეს. პოლიტიკური მიზანი ეგ იყო, როგორც მეჩვენება, მაგრამ არა მგონია, რომ მიზანს მიაღწიონ, რადგან უფრო სერიოზული საბაბი უნდა მოლაპარაკებებიდან პრემიერ-მინისტრის ჩამოცილებას“, განაცხადა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოხმაურებას და თბილისის მერის, კახა კალაძის დუმილს, საყვარელიძე ამბობს, რომ კახა კალაძის გამოჩენა მარტო ამ მიზეზით აუცილებელი არ იყო ისევე, როგორც კობახიძის გამოჩენა და საკითხზე გამოხმაურება.
„რეალურად, სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ რა ხდება. კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მეგობარი თუ არის, მარტო ამ მიზეზით მისი გამოჩენა შეიძლება არ იყოს აუცილებელი. არც კობახიძის გამოჩენა იყო აუცილებელი მე თუ მკითხავთ. ფაქტი ერთია, რომ მომჩივანი არ ჩანს. თუ ვინმეს არგამოჩენა არის ამ თემაში პრობლემა, არის მომჩივანის არგამოჩენა. აუთენტურობის საკითხი ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მომჩივანის არგამოჩენა ეჭვქვეშ აყენებს, რომ საერთოდ ეს მოვლენა რამე სერიოზული იყო. თუ დანაშაულია, ვინმე უნდა დაზარალდეს. თუ დაზარალებული არ ჩანს, მაშინ დანაშაულთან საქმე გვაქვს თუ არა, ეს კითხვა ისმის“, - განაცხადა საყვარელიძემ.
ამასთან, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერებზე რეაქციას და არა იმას, ის ავთენტურია თუ არა. მისივე თქმით, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებამ ღარიბაშვილის ან ბერა ივანიშვილის მიმართ საზოგადოებას სერიოზული რეაქცია გაუჩინა.
„ერთხანს ძალიან დიდი ტალღა იყო ასეთი ჩანაწერების და ეს ტალღა მერე შესუსტდა. ვფიქრობ, ამ ტალღის შესუსტებაზე არსებითად გავლენა იქონია არა გამოძიებების ჩატარებამ, არამედ იმან, რომ საზოგადოებამ მისცა რეაქცია გამოძიებებს. კერძოდ, საზოგადოების აგრესია მათ მიმართ წარიმართა, ვინც ჩაწერა, ვინც გაავრცელა და არა იმათ მიმართ, ვისზეც ეს ჩანაწერი იყო, ანუ მოქმედ პირებზე არ აისახა ამ ჩანაწერის შედეგები; აისახა შემქმნელებზე და გამავრცელებლებზე, რაც არ წარმოადგენდა როგორც ჩანს, მის მიზანს, ვინც ეს ჩანაწერები გაავრცელა. მოსახლეობის რეაქცია არ ემთხვეოდა ჩანაწერების გამავრცელებლის მიზანს და ამიტომ ჩანაწერების გავრცელება შეჩერდა. მგონია, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ჩანაწერებზე რეაქციას და არა იმას, ის ავთენტურია თუ არა.
ვერ ვიტყვი, რომ ჩანაწერების გამოქვეყნებამ საზოგადოებას სერიოზული რეაქცია გაუჩინა ღარიბაშვილის ან ბერა ივანიშვილის მიმართ. სერიოზული რეაქცია ამაზე ადამიანებს არ აქვთ. ამან რეაქცია გაუჩინა ისევ და ისევ პოლიტიკური ჯგუფების აქტივისტებს, როგორც ერთი ასევე, მეორე მხრიდან. მაგრამ არა მგონია, რომ ამ აქტივისტებზე გათვლა იყოს ჩანაწერის მიზანი. აქტივისტს სულ არ სჭირდება ჩანაწერი, ის, რომ ღარიბაშვილი უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს ნებისმიერი სხვა თემით შეიძლებოდა წამოეწია ოპოზიციას, ამისთვის ჩანაწერები სულ არ იყო საჭირო. დავუშვათ ის, რომ ღარიბაშვილი უფრო რადიკალურია ოპოზიციასთან მიმართებაში, ვიდრე სხვა პოლიტიკური ფიგურა „ოცნებიდან“. ეს იქნებოდა უფრო ლოგიკური და საკმარისი არგუმენტი ამ მოთხოვნის წამოსაყენებლად. ამ მოთხოვნის წამოყენებისთვის ეს გაუგებარი ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომელზეც დაზარალებული არ ჩანს და ა.შ., ამ ნაბიჯის გადადგმა დიდად აზრიან პროცესად არ მიმაჩნია. ეს სარწმუნო არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება, თუ გავიხსენებთ მათ დამოკიდებულებას არჩევნების გაყალბების თემაზე, მოითხოვეს, მოიტანეთ სასამართლოს ვერდიქტი. არ იყო ეს ვერდიქტი და პრაქტიკულად გაყალბების თემას ყურადღება არ მიაქციეს. აქ მით უფრო ისმის საკითხი - მოიტანეთ სასამართლოს ვერდიქტი. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ეს ვერდიქტი იქნება მათთვის სარწმუნო“, - განაცხადა საყვარელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA