22/02/211 303 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან იოსელიანი ღარიბაშვილს - თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა,იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ

გისმედით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა, როგორც თქვით, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში?- ამ კითხვით პარტია "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
იოსელიანის განცხადებით, ის რაც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა წარმოადგინა, სადღეგრძელოა, რომელიც იმ საკითხებსაც კი აღარ შეიცავს, რომელიც წინა პროგრამებით იყო გაწერილი.
„ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში ამ სიტყვებზე, მაგრამ არის სადღეგრძელო, ეს პროგრამა არ არის, არაფერი არ წერია აქ. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის საშუალება, 2019 წლის პროგრამაში ეწერა ეს, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რაღაც რეგიონალური მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ამოღებულია ახლა. გისმედით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა მოხვედით პირველად ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რომ მდორედ მიდიოდაო, იგივე მინისტრთა კაბინეტი რატომ წარმოგვიდგინეთ, ვინც ამ მდორე განვითარების ავტორია წლების განმავლობაში ?“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY